რეზონანსი
05.12.2024

სიცრუე არის რადიკალიზმის მთავარი იარაღი, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მთავარი იარაღი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა ხალხი და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც.

„ხედავდით, როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც, სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. მე შემიძლია, მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას, ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირი ეთერი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება მაინცდამაინც ფართო არ იქნება, ენთუზიაზმი მაინცდამაინც დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას დღევანდელ დღეს, რაც ძალიან სამწუხაროა,“- განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×