რეზონანსი
05.12.2024

ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, როცა არ იყო ძალადობა ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩავარდნილი "ნაცმაიდანის" უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები. ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ ძალადობრივ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×