
კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, დეა მეტრეველი მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთი დუმბაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს:
გუშინ, 4 დეკემბერს დუმბაძის შვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა მწერალთა სახლში ტორესა მოსს სცემა.
"ჩემს ოჯახთან მოდიხარ და პროვოკაციას აწყობო განუცხადებია "მწერალთა სახლის" დირექტორის შვილს ნოდარ მაჭარაშვილს "მწერალთა სახლში" მისული მწერლებისთვის, რომლებიც აქციებზე ნაცემი და უკანონოდ დაპატიმრებული მწერლების გამო სწორედ მწერალთა სახლში შეიკრიბნენ და ქეთი დუმბაძეს პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ. პასუხად, რუსული რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქართველი მწერლების სიმბოლოდ ქცეულ სახლში, მეგობრებთან ერთად მისული ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსს.
ქალბატონო ქეთი, "მწერალთა სახლი" თქვენი ოჯახის სახლი არ არის! ის ეკუთვნის ხალხს, ხელოვანებს და მწერლებს! ის ეკუთვინს სახელმწიფოს, რომელსაც ანგრევს რუსული რეჟიმი! სამწუხაროდ თქვენი ოჯახია "ქართული ოცნება" და თუ რამე საქმე გაქვთ გასარჩევი შიგნით ოჯახშივე გაარჩიეთ და შორს ხელები სახელმწიფოსგან და თავისუფალი ხელოვანებისგან და მწერლებისგან. გუშინდელი უმძიმესი ფაქტის შემდეგ მოგიწოდებთ გადადგომისკენ! ეს იქნებოდა ერთადერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი ამ უმძიმეს ვითარებაში." წერს დეა მეტრეველი.
მწერლები ქეთი დუმბაძისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ, თუმცა დუმბაძეს ამ დრომდე ხმა არ ამოუღია.