რეზონანსი
05.12.2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ზელენსკიმ პერსონალური სანქციები შემოიღო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის კახა კალაძის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ.

დასანქცირებულთა შორის არიან აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

ზელენსკიმ ასევე დაასანქცირა საქართველოს პარლამენტის წევრები პარტია "ქართული ოცნებიდან" თეა წულუკიანი, ზვიად შალამბერიძე, დიმიტრი სამხარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე.

უკრაინული სანქციები შეეხო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს შალვა თადუმაძეს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს და რიგით მოქალაქეებს: გიორგი კობახიძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი ხაინდრავას და ირაკლი რუხაძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×