რეზონანსი
05.12.2024

დღეიდან ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, რომელიც საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ - ამის შესახებ განცხადება  ოპოზიციონერმა ლიდერებმა  ბრიფინგზე გააკეთეს.

მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებს. 

დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, რომლებიც არიან გატაცებული უკანონოდ. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, თბილისშიც ვეღარ ატევენ და რეგიონებში მიჰყვათ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი არის ლპობის ფინალურ სტადიაზე. ის ფაქტი, რომ ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ მათ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, არ დარჩათ არანაირის სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. უამრავი პატიოსანი, პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა საქართველოში“, - განაცხადა ლევან ცუცუქირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×