რეზონანსი
05.12.2024

"ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ამბობს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც დამრბევი სპეცრაზმელების სიაში საკუთარი ძმა აღმოაჩინა. 

ნაზღაიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ძმასთან ოჯახს წლებია არ აქვს კავშირი და მათთვის მისი სახელისა და გვარის ნახვა ამ სიაში მოულოდნელი იყო

"ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები... ყველა გამოდით ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გამოდით და თქვით, რომ იმას იცნობთ" - ამბობს ნაზღაიძე.  

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ მოიპოვა იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, ვინც ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს შლიდნენ. სია „მთავარ არხს“ შსს-დან ფარულად მიაწოდეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×