
მწერალი ნინია სადღობელაშვილი გუშინ მწერალთა სახლში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს, როდესაც ქეთი დუმბაძის შვილმა ნოდარ მაჭარაშვილმა ტორესა მოსი სცემა.
„ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო. ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ზაფხულს კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა გულზე და ყველანი მის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავინდოთ, მას ბევრი რამის გადატანამ მოუწია. ქეთის ჯერ არ აუხსნია, რა ხდება.
კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, ასეთი რამ მწერალთა სახლში არ უნდა ხდებოდეს. როცა ძალადობ, როგორი მართალიც არ უნდა იყო, შენივე სიმართლის ჩამოშლას ახდენ.
ახლა თითოეული ქართველის ემოციები ისეთი ცხელია, ყველაფერი ისეთი ელვისებური სისწრაფით ვითარდება, ძალიან ძნელია განყენებული მსჯელობა, მაგრამ პირველ რიგში, ვისურვებ მეტი გონიერებით, მეტი სიყვარულით გავიაზროთ, როგორია ჩვენი რეალობა, სწორი მოთხოვნები დავაყენოთ. ვისურვებ, ჩვენი ძვირფასი ეკლესიის მამები გამოვიდნენ, ჩადგნენ შუაში, ის დროა, ყველას ხმა უნდა ისმოდეს, ჩვენი ქვეყანა უფრსკულში არ უნდა გადაიჩეხოს!" - განუცხადა კვირის პალიტრას ნინია სადღობელაშვილმა.
კვირის პალიტრა