|

უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის... გამარჯვება იქნება გარდაუვალი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დამკვებებოდა საზოგადოების ყურადღება არ უნდა მოადუნოს და ყველა საერთო მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს.
"უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის და არა ვიღაცისთვის ან ვიღაცებისთვის. ასე მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ხალხის პროტესტი გაგრძელდება . პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი. გამარჯვება იქნება გარდაუვალი. არ ვსაუბრობთ დაკავებებზე, მითუმეტეს პოლიტიკოსების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლია ნიკა გვარამია. ხვალ შეიძლება სხვა იყოს, ზეგ შეიძლება სხვა იყოს. 300ზე მეტი ადამიანია დაკავებული და უმეტესობა უმოწყალოდ ნაცემი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და სუვერენულის ახელმწიფოს ხილვა უნდათ მომავალში. ეს არის ერთადერთი მოტივაცია, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი გამოდის", - განაცხადა ნიკა მელიამ
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|