რეზონანსი
04.12.2024

პოლიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა.  

"სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვა კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ, შესაბამისის სამსახური მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას... არ ვარ ვალდებული ვაფრიალო  განჩინება " - ამბობს ადგილზე მყოფი პოლიციელი და შენობაში არ უშვებს პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სოფო ჯაფარიძეს.

ოფისი მარი ბროსეს ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს. 

მანამდე, პოლიცია მისული იყო "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისშიც, თუმცა ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის შემდეგ ოფისი რამდენიმე წუთში დატოვეს. 

ჩხრეკა ტარდება ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×