
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში პოლიციის მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამართალდამცველები იმყოფებოდნენ ჯავახიშვილის 58 ნომერეში, სადაც მათ დააკავეს ვეფხია კასრაძე. აღნიშნული პირი გავრცელებულ ვიდეო-კადრებში მსხვერპლის საჭიროებაზე საუბრობს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი.
მისი ნაცნობების თქმით, ვერ ხვდებიან რატომ მოხდა მისი დაკავება.
საგამოძიებო მოქმედებები თბილისის სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, ასევე facebook ჯგუფის „დაიტოვეს“ წარმომადგენლის ოფისში.
გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ხალხის დახოცვაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ვიდეო აქციაზეა ჩაწერილი.