რეზონანსი
04.12.2024

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში კიმბერლი ლოუსთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.

„ეს არ არის, ნაცებო, ის „ვიღაც ქალი“, რომელსაც ტრამპი „არც კი იცნობს“? თუ ეს არის ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი სავარაუდო ძირითადი საყრდენი ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ და სტრატეგიულ მიმართულებაზე? ანუ ეს არის „ვიღაც ქალი“ და ხატია დეკანოიძეა - „პროსტო ქალი“? მე მხოლოდ ხატიას და არსენ ავაკოვის ალერსით აღსავსე საერთო სურათები მაქვს - ამ ფოტოს ის ფოტოსესია ხომ არ „დავუპირისპირო“?

მარცხის მიღებაც ხომ უნდა შეგეძლოს ოდნავ მაინც "ღირსეულად"? თუ სიტყვა "ღირსება" - "მშვიდობასთან" ერთად თქვენს ლექსიკონში „რუსულთან“ არის გაიგივებული? მოუთმენლად ველი "რუს" პრეზიდენტ ტრამპთან, მის "რუსულ ადმინისტრაციასთან" და მათ მიერ "რუსული კანონების" შემოღებასთან თქვენს გარდაუვალ შეგუებას ველოდები. უბრალოდ, ეს შეგუება თქვენი უკიდურესად გაგიჟების ყველაზე გაშმაგებულ ფირმაში აისახება თუ "უწყინარი" კოგნიტიური დისონანსისა თუ „ლაით“ ბიპოლარულ აშლილობაში - საკითხავი მხოლოდ ესაა...“, - დაწერა დავით ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×