
წუხელ, 3 დეკემბერს, სენაკში, ნაროუშვილის ქუჩაზე უმძიმესი დანაშაული მოხდა - ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა. 49 წლის გოჩა ბარამიამ ეჭვიანობის ნიადაგზე გულმკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, 46 წლის ქეთინო ძაძუას, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გოჩა ბარამია განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.
"ამბების" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
"წუხელ მოხდა მკვლელობა, შვილები ჰყავთ, ისინი იყვნენ თუ არა სახლში დანაშაულისას, არ ვიცი. ეჭვიანობა სახელდება მიზეზად, სხვა მეტი არაფერი ვიცი", - ამბობს ადგილობრივი.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ambebi.ge