რეზონანსი
04.12.2024

ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერის თქმით, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" შემდეგ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნეს საქმიანობას და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც არის განწირული წარუმატებლობისთვის. ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×