რეზონანსი
04.12.2024

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, თუ რატომ დათანხმდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატებს.

„1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს.

2. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი. ყველას გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო.

3. ირაკლი კობახიძის სტუდიაში ყოფნა ასეთი აუდიტორიის მეტ ყურადღებას გამოიწვევს. ის ჩემთვის დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს.

4. ძალა ერთობაშია!“, - წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“და იქვე აღნიშნავს, რომ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საკითხზე პირველი არხიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დღეს, 22 საათზე, საჯარო დისკუსია გაიმართება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების საკითხზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×