რეზონანსი
03.12.2024

3 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას 21 წლის ალექ­სი თირ­ქია და­შავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბიჭს მძიმე საგანი მოხ­ვდა თვალის ბუდის სიახლოვეს და ის ახლა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. 

შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ალექ­სის დე­დამ ემიგ­რა­ცი­ა­ში დე­დამ­თი­ლის­გან გა­ი­გო. ალი­ნე თირ­ქია, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პო­ლო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, "ამბებთნა" პირველი კომენტარი გააკეთა:

"დე­დამ­თილ­მა და­მი­რე­კა და ალექ­სის ამ­ბა­ვი მი­თხრა. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა, შუბ­ლი აქვს გა­ტე­ხი­ლი, კიდევ კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა არ და­უ­ზი­ა­ნა. ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აქვს. ასე რო­გორ იმე­ტე­ბენ ახალ­გაზ­რდო­ბას. აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში რომ ვცხოვ­რობ, ამი­ტომ ვარ ვართ ემიგ­რა­ცი­ა­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე, უკვე მე­სა­მე წე­ლია. 

ალექ­სის გუ­შინ ვე­სა­უბ­რე სა­ღა­მოს. სახ­ლში აპი­რებ­და წას­ვლას, შემ­დეგ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლა აქ­ცი­ა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად და სწო­რედ ამ დროს მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ, თავი არ შეს­წი­რონ ამ უგუ­ნუ­რებს, ვინც თა­ვის ხალ­ხს არ ინ­დობს. დღეს ჩემს შვილს გა­უხვრი­ტეს შუბ­ლი, ხვალ სხვის შვილს გა­უხვრე­ტენ. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ალექ­სიმ, ვის რა უნდა და­უ­შა­ვოს, რო­გორ გა­ი­მე­ტეს ასე", - განაცხადა 21 წლის ბიჭის დედამ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×