რეზონანსი
03.12.2024

საქართველოში ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიში, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ლუიშ გრასამ.

„როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ჩატარდა ღრმა პოლარიზებულ გარემოში, რასაც დღესაც ვხედავთ. ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიში. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, დაეხმაროს დიალოგის ხელშეწყობაში და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს, კანონის უზენაესობასა და ყველა ქართველის კეთილდღეობას. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ ჩართულობას ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელიც უნდა განიხილებოდეს პარლამენტში“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×