რეზონანსი
03.12.2024

საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე რიგაში, სადაც ბალტიის ქვეყნებთან „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ ნამდვილად დავუწესებდი სანქციებს თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს საქართველოში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან მუშაობით გავაკეთებთ“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×