რეზონანსი
03.12.2024

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს, მასზე არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ, სამართალდამცავებს არ უძალადიათ. უფლებადამცველის თქმითვე, მას პოლიციელები ტელეფონით უღებდნენ და თან კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულ ქალს 11 წლის შვილი ჰყავს და მასზე ნერვიულობს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×