რეზონანსი
03.12.2024

ბუდაპეშტის Mathias Corvinus Collegium-ის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი როდრიგო ბალესტერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისთვის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როდრიგო ბალესტერი მიკრობლოგში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიმართავს და წერს, რომ წერილი თავის სათქმელს ამბობს და, ინტერესდება, კიდევ აქვთ თუ არა ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად.

„ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის ბოლო წერილი თავის სათქმელს ამბობს.

რასა იუკნევიჩინეს და სხვა პუტჩისტებს, კიდევ გაქვთ ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად? ამის შემდეგ რის მტკიცებას დაიწყებთ, რომ ეუთო პრორუსულია, რადგან გეწინააღმდეგებათ?",- წერს ბალესტერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×