რეზონანსი
03.12.2024

საჭიროების შემთხვევაში ლიეტუვა თავშესაფარს მისცემს საქართველოს პრეზიდენტს, - ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას უფროსმა მრჩეველმა, აასტა სკაიუსგირიტემ გააკეთა.

მისივე თქმით, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„ბუნებრივია, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემდა, თუ ასეთი საჭიროება იარსებებდა, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტ ზურაბიშვილს ძალიან მკაფიოდ აქვს განმარტებული, რომ იგი იქნება თბილისში თავის ხალხთან ერთად", - განაცხადა სკაიუსგირიტემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×