რეზონანსი
03.12.2024

"სა­ქარ­თვე­ლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის“ თავ­მჯდო­მა­რე ალი ბა­ბა­ე­ვი აცხა­დებს, რომ მას კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

რო­გორც ბა­ბა­ე­ვმა "ინ­ტერპრე­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნა, შემ­თხვე­ვა გუ­შინ, სა­ღა­მო სა­ა­თებ­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ აფ­თი­აქთან მოხ­და.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 18:00 სა­ათ­ზე, ფი­ლარ­მო­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აფ­თი­აქ­ში შევ­დი­ო­დი წამ­ლის სა­ყიდ­ლად. ამ დროს ჩემს უკან ბევ­რი ხალ­ხი იყო. აქ­ცი­ა­ზე მი­დი­ოდ­ნენ. მეს­მო­და, რომ ზურგს უკან მლან­ძღავ­დნენ. ყვე­ლა­ნა­ირ ბინ­ძურ სი­ტყვებს ამ­ბობ­დნენ ჩემი და ჩემი გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამ­ბობ­დნენ, რომ მე რუ­სე­თის მონა ვარ, მა­გი­ნებ­დნენ. შევტრი­ალ­დი და და­ვი­ნა­ხე ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი. ვი­ფიქ­რე, ხომ არ გა­აფ­რი­ნა-მეთ­ქი, "რა დღე­ში ხარ ბიჭო“-თქო. მი­თხრა, შენ გე­უბ­ნე­ბი, შენი დე­დაო... და­ვი­წი­ეთ-გა­მო­ვი­წი­ეთ და უც­ბად და­მარ­ტყა. შემ­დეგ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი. დღეს გა­მომ­წე­რეს,“ - გა­ნუცხა­და "ინტერპრესნიუსს" ბა­ბა­ევ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×