რეზონანსი
03.12.2024

მამა საბა ჭიკაიძის თქმით, ქვეყანაში უმძიმესი ფონია და ახლა სამოქალაქო ომის ზღვარზე ვდგავართ.  დეკანოზმა აქციაზე მყოფ ახალგაზრდებსაც მიმართა.

„დავფიქრდეთ ჩემო კეთილო ადამიანებო, ვინ არის ჩვენი რეალური მტერი... ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები, ჩვენ ქართველები ვართ, ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს... ჩვენ ყველანი ერთმანეთის ნათესავები ვართ, ერთმანეთის ნათელმირონები ვართ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ.

ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ შიდა ქართული დაპირისპირება გარედან მართული პროცესია. ნუთუ, უახლოესი წარსული მაინც არ გეუბნებათ არაფერს... ნუთუ, ასეთი მოკლე მეხსიერება გაქვთ...

მე ძალიან კარგად მახსოვს ის უმძიმესი პერიოდი, როცა თბილისში სამოქალაქო ომი იყო... ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ ჩვენ დღეს ისევ იმ ყველაფრის წინაშე ვდგავართ ხელახლა...

განსაკუთრებულად, იმ გულმხურვალე ახალგაზრდებს მივმართავ, ჩემო შვილებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, უმრავლესობა თქვენგანი ჩემი შვილის ხელები ხართ, ნუ მოტყუვდებით, ჩემო ძვირფასებო, ნუ მოტყუვდებით...

არასდროს, არც ერთი ქვეყანა, ისტორიის მანძილზე ჩვენი მეგობარი არ ყოფილა... ჩვენ მეგობარი არ გვყოლია. არც ევროპა და არც ერთი ქვეყანა, ისტორიის მანძილზე ჩვენი მოყვარე და მოკეთე არ ყოფილა. მით უმეტეს, რუსეთი და მისი იმპერია...

ჩვენი მოკეთე, ჩვენი პატრონი, ყოველთვის იყო უფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ის ზეციური წმინდანები, რომლებიც გვმფარველობენ. მათი შეწევნით და მეოხებით მოვედით დღემდე.

მე მინდა, ყველას ერთად მოგიწოდოთ, რომ გამოფხიზლდეთ და ნუ დაუშვებთ საქართველოში იმას, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ. იმ შედეგებს დღემდე ვიმკით...

ყველაზე ცუდი ომი, რაც შეიძლება ერში იყოს, ეს არის სამოქალაქო, შიდა დაპირისპირება, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. მოდი, სულიერი თვალი გავახილოთ და ყველამ ერთად დავინახოთ, ვინ არის ამ ყველაფრის რეალური მმართველი და ჩვენი რეალური მტერი. რეალურად შევაფასოთ სიტუაცია, ნუ ვტყუვდებით...

ჩვენ არავინ გვართმევს ევროპას, ევროპულ მომავალს, ნუ მოტყუვდებით... იცოდეთ, რომ ბევრი თქვენგანი დეზინფორმაციის მსხვერპლი ხართ“, - აღნიშნა მამა საბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×