რეზონანსი
02.12.2024

ბევრი რამ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას მოელის ევროპელი პარტნიორებისგან, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებლები.

„ბევრი რამ მათ მკაფიო გზავნილებსა და მკაფიო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ცხადია, სანქციების დაწესება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლები არიან. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და ეს მკაფიო გზავნილი იქნება იმისა, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დროა ევროკავშირმა იმასთან დაკავშირებით რაც ხდება, შესაბამისი ზომები მიიღოს.

„იმისთვის, რომ შეაჩერო რაც აქ ხდება, ან ხვალ შეიძლება სხვაგან მოხდეს, რეაგირებაა საჭირო და რეაგირებაა საჭირო უკრაინის მხარდასაჭერადაც, რადგან ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, რა თქმა უნდა, გავლენას საქართველოზე ახდენს. ასე რომ, ეს მთელი სურათია, რომელშიც რუსეთს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ იგრძნოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს და გამოიყენოს ის, რასაც იგი დასავლეთის სისუსტედ აღიქვამს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×