რეზონანსი
02.12.2024

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, გარეტ უორდს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ელჩთან მთავარი სალაპარაკო თემა ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.

"საუბრის დეტალებს ვერ მოგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტორია, რომლის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვისა და ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ინფორმაცია მივაწოდეთ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ინფორმაციებზე ვისაუბრეთ, რომლებიც მათ აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო, იმას, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ბრიტანეთს საქართველოსთან აქვს იქნება აუცილებლად გაგრძელებული და ხალხის მხარდაჭერა არ შეწყდება. ის პარტნიორობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, გვსურს გაგრძელდეს. ქართველ ხალხს და სახელმწიფოს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა სჭირდება. დიდ ბრიტანეთს დიდი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, საქართველოში, ჩვენი დემოკრატიის მშენებლობისთვის, რომელიც ახლა "ქართული ოცნების" მეშვეობით, უზარმაზარ წნეხს განიცდის, ახლა მთავარია "ქართული ოცნების" მიზანი არ შესრულდეს, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×