რეზონანსი
02.12.2024

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დაშლას სამართალდამცველები პერიოდულად წყლის ჭავლით ცდილობენ, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უშვებენ.

პარლამენტის წინა ფასადთან კი მოქალაქეები შადრევნიდან სათლით იღებენ წყალს და ფასადზე განლაგებულ სპეცრაზმელებს უკან ასხამენ.

პარალელურად, საპოლიციო ძალები დგანან როგორც თავისუფლების მოედანზე, ისე ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზეც.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ორივე ქუჩა გადაკეტილი აქვთ კორდონით, შესაბამისად, უკანა მხარეს გადასვლა შეუძლებელია.

ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×