რეზონანსი
02.12.2024

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებულ პროტესტს რუმინეთში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება.

განცხადება დიპლომატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადება გააზიარა, სადაც წერია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებას ხელს 250-მდე თანამშრომელი აწერს.

"კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას", - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×