რეზონანსი
02.12.2024

საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცილაურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი“.

„მიუხედავად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონებისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც.

ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი. ვამაყობ ჩვენი ხალხით! დიდება საქართველოს!“ - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×