რეზონანსი
02.12.2024

სასწრაფო დისკუსია მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე სტუბი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა და მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ.

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×