რეზონანსი
02.12.2024

ეჭვი მაქვს, „ფორმულას“ ჟურნალისტები შიშობენ, მათმა დამფინანსებელმა ტელევიზია მალე არ დახუროს, ახალ სამუშაო ადგილებს ეძებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, „ამისთვის კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება უნდათ“.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში რაც ხდება, მოცემულობაა, როცა „იმედის“ დატერორებიდან და აღებიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ ფორმით აღებამდე მივედით. დიდი ეჭვი მაქვს, „ფორმულას“ ჟურნალისტები შიშობენ, რომ მათმა დამფინანსებელმა მალე არ დახუროთ წარუმატებელი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ამიტომ ახალ სამუშაო ადგილებს ეძებენ. ამისთვის კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება უნდათ. ის პროცესი კარგია, რასაც ვხედავთ. ტელევიზიის მხრიდან მათთვის საინფორმაციო ველის დათმობა კარგი იყო, რადგან მათი რეალური სახე კარგად ვნახეთ. რაც ეთერში ისაუბრეს, მხოლოდ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×