რეზონანსი
02.12.2024

ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის და ახლა უკვე ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ნინი მშვი­დო­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბოლო დროს მისი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ბუ­ლინ­გის კამ­პა­ნი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რა კარ­გად გა­მო­ამ­ჟღავ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი ბევ­რმა. ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი და შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო არ შე­იძ­ლე­ბა მა­შინ, თუ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში გინ­დათ ცხოვ­რე­ბა, თქვენც ასე უნდა იყოთ.

თუმ­ცა, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბოღ­მას ვერ მა­ლა­ვენ და ბო­როტ სურ­ვი­ლებს და წყევ­ლას უგ­ზავ­ნით ჩემს ოჯახს და ჩემს შვი­ლებს. გრცხვე­ნო­დეთ!!! რამ­დე­ნი ბოღ­მი­ა­ნი მყო­ლი­ხართ გა­მომ­წე­რებ­ში, ვინც იცნო სა­კუ­თა­რი თავი, თა­ვად ამომ­შა­ლოს.

გამ­ყიდ­ველს რო­გორ უწო­დებთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც თა­ვის ქვე­ყა­ნას ასე­თი დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. გან­სხვა­ვე­ბით სხვა სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ფულ­ზე გა­ი­ყიდ­ნენ და სხვა ქვეყ­ნის დრო­შის ქვეშ ას­პა­რე­ზო­ბენ დღემ­დე.

ზო­გი­ერ­თმა თქვენ­გან­მა სი­ნა­ნუ­ლიც გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი მშობ­ლე­ბის მი­მართ, ნეტა სპორტზე მი­ვეყ­ვა­ნე, პარ­ლა­მენ­ტა­რი გა­მო­ვი­დო­დიო, კი ნამ­დვი­ლად ყვე­ლა თქვენ­გა­ნი გახ­დე­ბო­დით ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი.

რუ­სე­ბის მო­ნე­ბი თა­ვად­ვე ხართ! ჩემი და გე­ნოს მამა-პა­პე­ბი ყო­ველ­თვის იბ­რძოდ­ნენ ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად. თუ რამე ცუდი გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ზი­ან­და და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ში ვერ ერ­კვე­ვით და არა­ფე­რი გა­გი­გი­ათ 2008 წელს, მო­რალს ნუ მი­კი­თხავთ“ - წერს ნინი მშიდობაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×