რეზონანსი
02.12.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, რადიკალების მიმართ ადეკვატური ზომები იქნება მიღებული.

„მათ პერსპექტივა არ აქვთ, რადიკალებზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, ისინი როგორ მიზანმიმართულად ესხმიან თავს პოლიციელებს, საკანონმდებლო ორგანოს. მე ვფიქრობ, ადეკვატური ზომები სულ მალე იქნება მიღებული იმ რადიკალების მიმართ, რომლებიც ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიან ქვეყნის, ხალხის და პოლიციელების წინაშე”, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან 2 დეკემბრის ღამითაც გაიმართა.

შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×