რეზონანსი
02.12.2024

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ პირველ არხთან 30 ნოემბერს მიმდინარე ამბებზე ისაუბრა.

„ძალიან ემოციური ღამე მქონდა. მე არ ვიცი, განსაკუთრებული რა გავაკეთე. მე ვერ ვხვდები. იდგნენ ლაპარაკობდნენ, უნდა შევიდეთო და არავინ შედიოდა..

სტუდენტებმა მთხოვეს, დილიდან ვყოფილიყავი მათთან ერთად, მაგრამ ჩემი ასაკი არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 100-პროცენტიან „ხოდზე“ ვიყო. კი გამოვიყურები ასე, მაგრამ წუხელ ცოტა ცუდადაც ვიყავი.

თქვენ გვერდით მიგულეთ. მე გამოვჩნდები მაშინ, როდესაც ყველაზე საჭირო ვიქნები და როდესაც ზემოდან ნიშანი მექნება. ყველანაირად გვერდზე დაგიდგებით, ოღონდ დილაუთენია აქციაზე დგომას და ღამისთევას ნუ მომთხოვთ“, – ამბობს ია ფარულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×