რეზონანსი
01.12.2024

საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე, ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტურ ევროპულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბულგარეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და გააგრძელებს მხარი დაუჭიროს მათ არჩევანს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×