რეზონანსი
01.12.2024

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ორი დღის წინ, აქციაზე დაკავებული ექვსი პირიდან სამს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აქციაზე დაკავებული ფოტოგრაფის ლაშა ფალავანდიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

"აქციაზე დაკავებულების ორი პროცესი უკვე ჩატარდა. ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი საპროტესტო აქციას აშუქებდა, რომელიც უკანონოდ დააკავეს. ახლა სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმეებად უბნის ინსპექტორები არიან წარმოდგენილი, რომლებიც დაკავებისას რეალურად ადგილზე არ ყოფილან. სპექტაკლია ხალხო, ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას", - აღნიშნეს მათ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×