რეზონანსი
01.12.2024

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საპროტესტო აქციების დღეებში, სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ. განცხადებას ხელს 1000-ზე მეტი სტუდენტი აწერს.

"ჩვენ, ბსუ-ის სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.

მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის იდეასთან. ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!" - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×