რეზონანსი
01.12.2024

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოზე. ახალგაზრდამ დედა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა, რომელსაც ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. როგორ ჩანს, მის შვილს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მან დედის მკვლელობის შემდეგ ვიდეო გაავრცელა ტიკტოკზე, სადაც ამბობს, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს და ასეც მოიქცა. ის მომხდარის გამო ბოდიშს უხდის მის ოჯახის წევრებს. 

"თუ ამ ვიდეოს უყურებთ მე ცოცხალი აღარ ვარ, მე მოვკალი დედაჩემი, არ მინდოდა ამის გაკეთება. 9-ჯერ ვცადე თვითმკვლელობა და გადავრჩი. მაქვს პრობლემები, ამ ვიდეოს ჩაწერის შემდეგ თავს მოვიკლავ. ბოდიშს ვუხდი ხალხს, რომლებიც ტრაგედიას შეესწრნენ. ბოდიში ჩემს დას. არა მგონია ვინმემ გამიგოს, მეც არ მესმის ჩემი თავის," - ამბობს ვიდეოში ახალგაზრდა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×