რეზონანსი
01.12.2024

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის და სასტუმრო "მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიებზე ბარიკადების აგება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ, სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებთან ერთად რუსთაველის გამზირიც დაიკავა და ტერიტორია აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს.

ამჯერად დემონსტრანტები ბარიკადებს რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აგებენ. ბარიკადების ასაგებად აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, ნაგვის ურნებს და ე.წ. ელექტრო სქროლებს იყენებენ.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების წინააღმდეგ სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. მათ შორის, იყენებენ პიროტექნიკას. თავის მხრივ, სპეცრაზმი სპეციალურ ტექნიკას, წყლის ჭავლს და ცრემლსადენ კვამლს იყენებს.

დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაკავებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×