რეზონანსი
30.11.2024

ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე" წერს.

მისი თქმით, საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი.

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება,რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა - საქართველოს ადგილი ევროპაშია", - წერს ბუდუ ზივზივაძე „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×