რეზონანსი
29.11.2024

აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, იმ პირთაგან, ვინც მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დაწესებულებაში გადაიყვანა 33 ადამიანი. მათ შორის 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 13 აქციის მონაწილე, ასევე გადაყვანილ იქნა მედიასაშუალებების ოთხი წარმომადგენელი. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციით, კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×