რეზონანსი
29.11.2024

ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ სხეულის ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ასევე ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება. დანარჩენ მოქალაქეებს ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ექიმმა.

ექიმმა ასევე ისაუბრა „ფორმულას" ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელი გაუსწორდა. როგორც ექიმმა აღნიშნა, რომ მას აქვს სახის ძვლების და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა.

„მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დაახლოებით, 5 წუთის წინ მქონდა პაციენტთან შეხება. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. კისერი დაფიქსირებულია, ნანახია ყბა-სახის ქირურგის და ნეიროქირურგის მიერ. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა ინგოროყვას ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×