რეზონანსი
28.11.2024

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მათ ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროპულ მომავალს არ დათმობენ.

„ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ განცხადებას, რაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ. გამოვედით ქუჩაში აღშფოთებული ადამიანები. მოვუწოდებ ფოთელებს გამოვიდენ. აქციები იქნება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს და არ დავიბრუნებთ ჩვენს მომავალს , რომელიც უკავშირდება ევროპას," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×