რეზონანსი
28.11.2024

იმერეთში უხვი ნალექის შედეგად 70 680 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ზემო იმერეთში პრობლემები ძლიერმა თოვლმა შექმნა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ძლიერმა წვიმამ.

მოსახლეობა  აცხადებენ, რომ  სტიქიის პირისპირ მარტო არიან, ხელისუფლება კი მათ არ ეხმარება - "დახმარებას ვითხოვთ, წყალი სახლში შემოგვივარდა, ყველაფერი განადგურდა, კაცია არაა დამხმარე",- ამბობს ზესტაფონში მცხოვრები.

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში,  ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×