რეზონანსი
28.11.2024

სასამართლომ, დღეს, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა  2 500 ლარით დააჯარიმა. 

გიორგი ლიფონავა ცესკოს შენობასთან პოლიციამ 16 ნოემბერს დააკავა, როდესაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოსაცემი სხდომის პარალელურად, ცესკოსთან აქცია მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა სცადეს. ლიფონავამ დროებითი დაკავების იზოლატორი 18 ნოემბერს დატოვა. 

ლიფონავასთან ერთად კიდევ 2 პირი დააკავეს, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი, რომელის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×