რეზონანსი
28.11.2024

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.

„რაც უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის არც საინტერესო, ამას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი, ისევე როგორც ჩალის ფასი ჰქონდა წინა ოთხ რეზოლუციას. ეს არის ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×