რეზონანსი
28.11.2024

ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის უფლებაა, რომ შეიტანოს განაცხადი და მოგვიანებით პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, ეს არის ოპოზიციის უფლება, შეიტანოს განაცხადი ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვენ გახსოვთ, ჩვენ შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით, წელს როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მსჯელობაზე. ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×