რეზონანსი
28.11.2024

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართავენ. საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში ამ წუთებში მივიდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ადგილზე იმყოფებიან სხვა ლიდერებიც.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის, "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" და  "ძლიერმა საქართველომ" საპარლამენტო სიები ჩახსნეს. შემდგომი პროცედურა მანდატების გაუქმებაზე ინდივიდუალურ მიმართვებს ითვალისწინებს. 

გუშინ, "კოალიცია ცვლილებისთვის" სიის 19-ვე წევრმა დაწერა  განცხადება მანდატების გაუქმებაზე. 

უახლოეს დღეებში იგივეს აპირებს "ენმ"-ც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×