რეზონანსი
27.11.2024

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

როგორც ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ისაუბრა ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა.

„დღეს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოვიკითხე მოწმის სახით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა“, - წერს ნინო დოლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×