რეზონანსი
27.11.2024

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების ამოსავალი წერტილი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ერმაკმა აღნიშნა, რომ ნაყოფიერი მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა მეომარ მხარეს ექნება ბრძოლის შეწყვეტის სურვილი.

„გარდა ამისა, აუცილებელია სიტუაციის დაბრუნება, სულ მცირე, 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობამდე. ეს იქნება შემდგომი დარეგულირების ამოსავალი წერტილი, ვინაიდან ამ თარიღამდე უკრაინის ნაწილი იყო ოკუპირებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

ერმაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ არ გამოუჩენია მსგავსი მზადყოფნის ნიშნები და აგრძელებს თავის ესკალაციას.

მან დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, რადგან რუსეთი მხოლოდ მაშინ შეძლებს რეალური მოლაპარაკებების დაწყებას, როდესაც დაინახავს, ​​რომ არსებული სტრატეგია ჩაიშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×