რეზონანსი
27.11.2024

არჩევნების გაყალბების სქემის მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები  ნინო ლომჯარიამ დღეს გამომძიებლებს წარუდგინა. სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირს" დამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები  სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველია და სურვილის შემთხვევაში პროკურატურას მისი გადამოწმება მარტივად შეუძლია: 

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მე ვარ გამომძიებელი და პირიქით, ისინი მთხოვენ, რომ დავუმტკიცო რომ გაყალბდა არჩევნები. ამ დროს პირიქით უნდა იყოს. ისინი არიან გამომძიებლები და მათი ინტერესი უნდა იყოს ყველა გავრცელებულ ინფორმაციაზე დროული რეაგირება, მითუმეტეს, აქვთ შესაბამისი ბერკეტები. თითქმის ყველა უბანზე არსებობდა ქართული ოცნების კამერები. შეუძლიათ ამოიღონ კამერები, შეამოწმონ სიები, კონკრეტულ საჩივრებთან დაკავშირებით გახსნან უბნები" აღნიშნა ლომჯარიამ.

ყოფილმა  სახალხო დამცველმა პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და ამიტომ დღეს ის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრების გამოკითხეს 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×