რეზონანსი
27.11.2024

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილება შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდა ირაკლი თავართქილაძე.

„მისი მართვის პირობებში სააგენტომ წარმატებით იმუშავა წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორისაა საცხოვრებლების დაკანონების პროექტი, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხი. პრაქტიკულად, ბოლოშია გასული ორივე პროექტი. ასევე ირაკლის დამსახურებაა, რომ ათეულობით წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა დავიწყეთ, უამრავი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ირაკლი თავართქილაძე მუნიციპალურ სერვისებში გააგრძელებს საქმიანობას და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს.

„მარიამი პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი. მიღებული აქვს დასავლური განათლება. ის აქამდეც მუშაობდა მერიის სხვადასხვა სამსახურში, ბოლო წლებში კი ქონების მართვის სააგენტოში. მისთვის არათუ კარგად ნაცნობია თითოეული ხსენებული პროექტი, არამედ პირადად იყო ჩართული მათ ეფექტიან განხორციელებაში", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამის გარდა, მერიაში კიდევ ერთ საკადრო ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის,

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×